,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და “ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესი, შრომის ანაზღაურების ოდენობა და პირობები’’ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N7; 26.12.2023წ), ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2026 წლის 29 ივლისის N213/02-01 ბრძანების, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მერაბ ხოხობაის 2026 წლის 29 ივლისის N17094/29 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საშტატო განრიგით გათვალისწინებული ტურიზმის სკოლის მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) თანამდებობაზე.
2. ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულ პოზიციაზე შრომის ანაზღაურება თვეში განისაზღვრება 1330 (ათას სამას ოცდაათი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო საათები კვირაში არანაკლებ 40 საათისა 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.
3. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება - ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
ბ) ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა (წერა, კითხვა, მეტყველება);
გ) მუშაობის არა ნაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
დ) ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს (Microsoft Office, Internet Browser );
4. აპლიკანტი უნდა იცნობდეს:
ა) საქართველოს კანონს “უმაღლესი განათლების შესახებ”;
ბ) თსუ-ში მოქმედ რეგულაციებს.
5. აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
ა) კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
გ) ოპერატიულობა;
დ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
ე) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
ვ) დასაბუთების უნარი;
ზ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
ი) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.
6. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საშტატო განრიგით გათვალისწინებული ტურიზმის სკოლის მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) თანამდებობაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების (ძირითადი მოვალეობები) შესრულება:
•პედაგოგიური დატვირთვების მომზადება სასწავლო პროგრამისა და სტუდენტთა კონტიგენტის შესაბამისად თსუ-ში მოქმედი წესების მიხედვით;
• სასწავლო ცხრილების მომზადება და ლექტორებზე გაცნობა;
• პრაქტიკაზე განაწილებულ სტუდენტთა მომსახურება, მენტორთან კოორდინაცია და ხელმძღვანელობა;
• სკოლის სააუდიტორიო ფონდის ადმინისტრირება;
• შიდა და გარე მობილობით გადმოსულ სტუდენტთა კრედიტების აღიარების კომისის წევრობა;
• სტუდენტთა სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობა;
• კომპეტენციის ფარგლებში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და ტურიზმის სკოლის ადმინისტრაციის სხვა დავალებების შესრულება;
• სკოლაში მოწვეული პედაგოგიური პერსონალის სემესტრული დატვირთვებისათვის ფორმა 2 და ფორმა 5 -ის მომზადებაში მონაწილეობა;
• შემოსული კორესპონდენციის ადრესაციას დამუშავების მიზნით და შემდგომ მზა დოკუმენტების გაცემას სტუდენტებზე;
• სტუდენტების საინფორმაციო მომსახურების გაწევა (განცხადების გაფორმების შესახებ, გამოცდების გადატანის შესახებ, აპელაციის, აკადემიურ რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემების); კონსულტაციის გაწევა ვის უნდა მიმართონ ამა თუ იმ პრობლემის მოგვარებისთვის; სასწავლო პროცესთან დაკავშირებით სტუდენტების კითხვებზე პასუხის გაცემა პირადად, ტელეფონით და ელექტრონული ბაზიდან;
• განცხადების პასუხების შეტყობინება მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან ტელეფონზე პირადად;
• გამზადებული ცნობების ელექტრონული რეგისტრაცია;
• კურსდამთავრებულთა დიპლომის დანართების მომზადება;
• სტუდენტების ანკეტური ინფორმაციის განახლება ბაზაში;
• საჭიროების მიხედვით პირველკურსელ სტუდენტობის კანდიდატების საბუთების მიღება);
7. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად; გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელო დიპლომის ასლი; დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”.
8. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026 წლის 5 აგვისტოდან 2026 წლის 9 აგვისტოს ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის სკოლის მთავარი სპეციალისტი (I კატეგორია).
10. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საშტატო განრიგით გათვალისწინებული ტურიზმის სკოლის მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) თანამდებობაზე შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);
11.ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საშტატო განრიგით გათვალისწინებული ტურიზმის სკოლის მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) თანამდებობაზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge -ზე და ინტერნეტ სივრცეში.
12. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
13. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2026 წლის 15 აგვისტოსი.
14. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შესყიდვების განყოფილება, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი).
15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა აბესაძე